ახალი ამბები

04 აპრილი 2021

სეული და ფხენიანი 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ერთობლივად ჩატარების თხოვნით IOC-ს მიმართავენ

სეულის მთავრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ერთობლივად ჩატარების წინადადებით მიმართავს და ამის შესახებ წინაწარი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს IOC-ის შესაბამის კომისიას, რასაც განცხადებაც მოაყოლეს: „IOC-მა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელ სასურველ ადგილად თებერვალში ბრისბენი დაასახელა, რაც მოულოდნელი ნაბიჯი იყო. კორეის მთავრობამ და სეულმა ამგვარი გადაწყვეტილების გამო უმალ გამოხატეს წუხილი

02 აპრილი 2021

ხვალ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

3-11 აპრილს მოსკოვში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ამ ტურნირზე, გარდა კონტინენტის ჩემპიონატის მედლებისა, გათამაშდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები

01 აპრილი 2021

დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

01 აპრილი 2021

მესამე ევროპული თამაშების პროგრამას ტრიატლონი და მეკლდეურობა დაემატა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) ევროპული თამაშების პროგრამას აფართოებს. მეკლდეურობა, რომლის ოლიმპიური დებიუტიც წლეულს  ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედგება, პირველად იქნება წარმოდგენილი კრაკოვის და მალოპოლსკის სავოევოდოს 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე

01 აპრილი 2021

Futura - 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგო

მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, ზამთრის უმთავრესი მულტისპორტული ასპარეზობებისთვის ხმათა უმრავლესობით საუკეთესო ემბლემა გამოავლინა

30 მარტი 2021

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეოკ-ში

დღეს საქართველოს  ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა  სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იმამურა აკირას შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე, მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაო

30 მარტი 2021

თომას ბახი ახალი ვადით არჩევის შემდეგ, პირველად საბერძნეთს ეწვია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ათენში, საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტში ციფრული გამოფენა გახსნა, საბერძნეთს კი IOC-ის ახალი ოლიმპიური ჯილდო გადასცა. IOC-ის პრეზიდენტად ახალი ვადით - 2025 წლამდე არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია

28 მარტი 2021

თბილისური გრან სლემი საქართველოს ჰიმნით და გუნდური პირველი ადგილით დასრულდა

თბილისის გრან სლემი საქართველოს ნაკრების მიერ მძიმე წონაში მოპოვებული ოქროს მედლით დასრულდა

27 მარტი 2021

მორის ყვითელაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონტზე საქართველოს ნაკრების სალიცენზიო მონაგარი ორამდე გაიზარდა. ერთი დღით ადრე პეკინის 2022 წლის ზამთრის  ოლიმპიური თამაშების საგზური ალინა ურუშაძემ დაიბევა, ამჯერად კი ეს მორის ყვითელაშვილმა შეძლო

27 მარტი 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან სლემის მეორე დღე სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

თბილისის გრან სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა ორ წონაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა