ახალი ამბები

09 აპრილი 2021

ანტონ პლესნოიმ საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოუპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის აჟღერების დროც დადგა. ანტონ პლესნოიმ  ჩვენს ნაკრებს ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოუტანა

08 აპრილი 2021

რევაზ დავითაძის ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქმეში ჩაერთნენ არაოლიმპიური, 89 კილოგრამ წონით კატეგორის სპორტსმენები

07 აპრილი 2021

ვიდეო კონფერენცია

დღეს, 7 აპრილს გაიმართა 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (იტალია) საორგანიზაციო კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისიის  ვიდეო კონფერენცია,  რომელშიც მონაწილეობდა ამავე კომისიის  წევრი, სეოკ-ის ვიცე- პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი

06 აპრილი 2021

გილოცავთ სპორტის საერთაშორისო დღეს!

6 აპრილს ტრადიციულად სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

05 აპრილი 2021

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

04 აპრილი 2021

შოთა მიშველიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა  შოთა მიშველიძემ (61 კგ) ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვერცხლის ჯილდო ერგო ატაცშიც

04 აპრილი 2021

სეული და ფხენიანი 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ერთობლივად ჩატარების თხოვნით IOC-ს მიმართავენ

სეულის მთავრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ერთობლივად ჩატარების წინადადებით მიმართავს და ამის შესახებ წინაწარი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს IOC-ის შესაბამის კომისიას, რასაც განცხადებაც მოაყოლეს: „IOC-მა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელ სასურველ ადგილად თებერვალში ბრისბენი დაასახელა, რაც მოულოდნელი ნაბიჯი იყო. კორეის მთავრობამ და სეულმა ამგვარი გადაწყვეტილების გამო უმალ გამოხატეს წუხილი

02 აპრილი 2021

ხვალ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

3-11 აპრილს მოსკოვში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ამ ტურნირზე, გარდა კონტინენტის ჩემპიონატის მედლებისა, გათამაშდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები

01 აპრილი 2021

დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

01 აპრილი 2021

მესამე ევროპული თამაშების პროგრამას ტრიატლონი და მეკლდეურობა დაემატა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) ევროპული თამაშების პროგრამას აფართოებს. მეკლდეურობა, რომლის ოლიმპიური დებიუტიც წლეულს  ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედგება, პირველად იქნება წარმოდგენილი კრაკოვის და მალოპოლსკის სავოევოდოს 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე