ახალი ამბები

20 ნოემბერი 2023

22-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა

ბუდვაში (მონტენეგრო), 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, 38 ქვეყნის 320 მოკრივეს შორის საქართველოს ნაკრები ათკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი

18 ნოემბერი 2023

23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

პოტსდამში (გერმანია), 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 მედალი მოიპოვა. საქმე ქართულ ფინალამდეც მივიდა

17 ნოემბერი 2023

ოლიმპიურ ზავზე პროექტის რეზოლუციას გაეროს წარუდგენენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ოლიმპიურ ზავზე პროექტის რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეას 21 ნოემბერს წარუდგენენ

15 ნოემბერი 2023

შეხვედრა ოლიმპიურ მუზეუმში

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ოლიმპიურ ჩემპიონთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა

12 ნოემბერი 2023

ბატუტზე მხტომელებმა ისტორიულ შედეგს მიაღწიეს

ბატუტზე ხტომაში ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ჩვენმა გუნდმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

12 ნოემბერი 2023

სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია ევროპის სპორტსმენთა მე-7 ფორუმს და გენერალურ ასამბლეას დაესწრო

5-7 ნოემბერს იტალიის დედაქალაქმა რომმა უმასპინძლა ევროპის სპორტსმენთა მე-7 ფორუმს და გენერალურ ასამბლეას, რომელიც ჩატარდა იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (CONI) შტაბ-ბინაში

05 ნოემბერი 2023

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა

მონპელიეში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს კაცებში დარჩენილ სამ - 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლების კომპლექტი და სამივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალში იყო წარმოდგენილი

04 ნოემბერი 2023

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მეორე საშეჯიბრო დღეს მოიპოვა. ამ მხრივ შედეგიანი 81 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც ტატო გრიგალაშვილი იყო წარმოდგენილი

01 ნოემბერი 2023

სეოკ-ში ,,სპორტფოტოს" პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციული, რიგით მე-9 ფოტო-კატალოგის „სპორტფოტო"-ს პრეზენტაცია გაიმართა

31 ოქტომბერი 2023

სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ

დღეს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია