საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2011 წელი შეაჯამა

14 დეკემბერი 2011

დღეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სეოკ-ის შტაბ-ბინაში გამართულ ყოველწლიურ საანგარიშო სესიაზე 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მიმდინარე წელს გაწეული სამუშაოები, მიღწვები თუ ჩავარდნები და სამომავლო გეგმები სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სეოკ-ის აღმასკომის წევრებს, სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციათა ხელმძღვანელებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს გააცნო.

სესიაზე განხილულ საკითხთა შორის იყო მნიშვნელოვანი ვიზიტები, სემინარები, კონფერენციები, მწვრთნელთა გადამზადების პროგრამები, „თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო საკითხებინ და რაც ყველაზე მთავარია „ლონდონი-2012"-ისთვის მზადების პროცესი და ოლიმპიური ლიცენზიები.

გია ნაცვლიშვილის განცხადებით ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების კუთხით წელმა მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩაიარა. სპორტის ოლიმპიურ სახეობებში იყო როგორც ჩავარდნები, ასევე წარმატებები. საერთო ჯამში დღესდღეობით მოპოვებულია 10 ოლიმპიური ლიცენზია. გია ნაცვლიშვილის თქმით ყველაზე პესიმისტური გათვლებით 29-30, ხოლო ძალზედ ოპტიმისტური განწყობით 38 ლიცენზია უნდა მოვიპოვოთ.