თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგოსა და სლოგანის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

27 დეკემბერი 2011

დღეს თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგოსა და სლოგანის დიზაინის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. როგორც პრესკონფერენციაზე „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა განმარტეს საჭიროდ მიიჩნიეს ძველი ლოგოს, რომლითაც შარშან ბელგრადში გამართულ არჩევნებში გავიმარჯვეთ ახლით შეცვლილიყო.

კონკურსის პირობები და ვადები ასევე დღეს გახდა ცნობილი. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების განცხადებით, ლოგო მარტივი, სარეკლამო საშუალებებზე ადვილად მოსარგები და ეფექტური უნდა იყოს. გარდა ამისა ასოცირებული უნდა იყოს ფესტივალის ღირებულებებთან და მასპინძელ ქალაქთან.
რაც შეეხება ლოგოს, გარდა იმისა, რომ უნდა გამოხატავდეს ფესტივალის არსს, უნდა იყოს დასამახსოვრებელი, მარტივი და კონკრეტული. ის კარგად უნდა ჟღერდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

კონკურსში მონაწილეობა თავისუფალია. მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტს ნამუშევრები თებერვლის ბოლომდე უნდა წარუდგინონ. ჟიურის წევრები ნინო დარასელის, ნინო ჩუბინიშვილის, ზურაბ ზვიადაურის, თამარ ჩეორგოლეიშვილისა და ვახტანგ ქავთარაძის შემადგენლობით რჩეული საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენენ, რომლის ავტორიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ორი საგზურით დაჯილდოვდება.