სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2011 წელი შეაჯამა

29 დეკემბერი 2011

წლის ბოლოს ტრადიციული შემაჯამებელი სხდომა გამართა სპორტული მედიცინის ასოციაციამ, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს.

მოხსენებით წარსდგა ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი, მედიცინის დოქტორმა და პროფესირმა ლელა მასხულიამ ახალგაზრდა ფეხბურთელთა ზოგადი მუშაობის უნარიანობაზე სამკურნალო პრეპარატის კომბინირებული მოქმედების შესწავლაზე ისაუბრა, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი ახალკაცმა ახალ პრეპარატზე - ნაზოჰემზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ცხვირიდან სისხლდენას აჩერებს, ასევე დამსწრეთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე პავლე კასრაძე.

ბუნებრივია ყველა აღნიშნულ თემაზე ცხარე დისკუსია გაიმართა. კონფერენციაზე სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, კერძოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შერქმნის აუცილებლობაზე. შამწუხაროდ საქართველოში სპორტულ მედიცინას სათანადო ყურადღება არ ექცევა, არადა უცხოეთში მაღალი მიღწევების სპორტი ამ დარგის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენთან სპორტული მედიცინა მიუხედავად პრობლემებისა მაინც ახერხებს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში დიდი როლის შესრულებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვთა სპორტზეც და ამ კონტექსტში 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრული ოლიმპიური ფესტივალიც ახსენეს. ითქვა, რომ უნდა მოხდეს ამ ასაკის ბავშვების დღესვე სამედიცინო კონტროლზე აყვანა, რათა მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ფესტივალისთვის უკეთ მომზადებას.
ითქვა საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებაზეც და კონკრეტული მაგალითიც დაასახელეს, როცა უკრაინიდან თანამშრომლობის თხოვნით საელჩოც კი ჩარიეს საქმეში.

კონფერენციის დასასრულს ზურაბ კახაბრიშვილმა და ვალერი ახალკაცმა სპორტული გუნდების სამსხურში ჩამდგარი ახალგაზრდა ექიმები დიპლომებით დააჯილდოვეს.