G7 ქვეყნების ლიდერები ტოკიოს თამაშების ჩატარებას მხარს უჭერენ

23 თებერვალი 2021

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ წლეულს ზაფხულში ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებას. ამის შესახებ G7-ის არაფორმალური ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ ხაზგასმით აღნიშნა ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით ქვეყნების ურყეობის თაობაზე. თამაშებისა, რომელიც პანდემიის დაძლევის სიმბოლო გახდება. იაპონია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) თანამშრომლობით უსაფრთხო და საიმედო თამაშების ორგანიზებას გააგრძელებს. G7-ის ყველა ლიდერმა მხარი დაუჭირა იაპონიის განზრახვას, რაც ერთობლივ კომუნიკეში აისახა," - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

G7-ის სამიტი 2020 წლის აპრილის შემდეგ პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის პრემიერ-მინისტრებმა,  აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, გერმანიის კანცლერმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის 2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო, თამაშები ერთი წლით გადავადდა და ჩატარდება წლეულს, 23 ივლისი - 8 აგვისტოს ჩათვლით.