ტოკიოს თამაშებზე გულშემატკივართა დასწრების საკითხი მარტში გადაწყდება

26 თებერვალი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ახლად არჩეული ხელმძღვანელის სეიკო ჰასიმოტოს განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა დაშვების თაობაზე  გადაწყვეტილება მარტის ბოლოს უნდა მიიღონ.

„ვფიქრობ, თამაშებზე მაყურებელთა დასწრებასთან დაკავშირებით მაშინ უნდა ჩამოვყალიბდეთ, როდესაც ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა აიღებს სტარტს (25 მარტი)," - განმარტავს ჰასიმოტო.

რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტოფ დიუბიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება აპრილის ბოლომდე მიიღონ, ამასთან შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს იაპონელი და უცხოელი გულშემატკივრებისთვის.