რევაზ დავითაძის ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

08 აპრილი 2021

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქმეში ჩაერთნენ არაოლიმპიური, 89 კილოგრამ წონით კატეგორის სპორტსმენები.  

წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ. ატაცში მან  ჯერ166 კილოგრამი დაიმორჩილა, შემდეგ - 171 კილოგრამი, მაგრამ მესამე მისვლაზე 176 კილოგრამის დაძლევისას, რაც მას ოქროს მედალს მოუტანდა, იჩქარა და ფაქტობრივად, აწეული შტანგა გაუვარდა. დავითაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დავითაძე უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც ატაცში დაკარგულის ანაზღაურებას შეეცადა. ჯერ 198, შემდეგ 203 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი გაინაღდა, მაგრამ ორჭიდში ჩემპიონობისთვის მესამე მისვლაზე 205 კილოგრამი დაუძლეველი აღმოჩნდა - კვარცხლბეკის პირველ საფეხურამდე კილოგრამი დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.