ანასტასია გოტფრიდმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

10 აპრილი 2021

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი საქართველოს ქალ ძალოსანთა გუნდმაც მოიპოვა. წარმატებას მიაღწია ანასტასია გოტფრიდმა, რომელიც 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში დაძლეული 111 კილოგრამით საუკეთესო აღმოჩნდა. ევროპის  და მსოფლიოს  ჩემპიონი გოტფრიდი მედლის მოპოვებას აკვრაშიც ეცადა, მაგრამ საამისოდ 128 კილოგრამი საკმარისი არ აღმოჩნდა, ასევე მედლის გარეშე დარჩა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 239 კილოგრამით.

დღესვე ფიცარნაგზე გავიდა ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა  როგორც ა ტაცში (171 კგ), ისე აკვრაში (205 კგ) და ორჭიდის ჯამში (376 კგ).

კვირას, ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქმეში მძიმეწონოსნები ჩაებმებიან. მედლებისთვის იბრძოლებენ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი თურმანიძე.

დღეისთვის საქართველოს ნაკრებისანგარიშზე 5ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. ევროპისჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ - ატაცში და ორჭიდში), ბრინჯაოსი - გოგა ჩხეიძემ (67 კგ - აკვრაში), რევაზ დავითაძემ  (81 კგ) ატაცში ვერცხლის, აკვრაში ოქროს და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, ანტონ პლესნოის(96 კგ) კი სამი ოქროს მედალი ერგო.