ტოკიო-2020-მდე 100 დღე დარჩა

14 აპრილი 2021

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 100 დღეა დარჩენილი. სწორედ ამ სიმბოლურ თარიღთან დაკავშირებით ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა და ტოკიოს მთავრობამ უკუათვლის საზეიმო ღონისძიება მოაწყო.

ოლიმპიური რგოლებიანი პოსტამენტი ტაკაოს მთაზე, ზღვის დონიდან 599 მეტრის სიმაღლეზე დაიდგა, საიდანაც თამაშების მასპინძელ ქალაქის ხედი იშლება. ასევე სიმბოლურ თარიღთან დაკავშირებით, ტოკიოს მერიასთან დაიდგა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების თილისმების 2,6-მეტრიანი ფიგურები - მირაიტოვა და სომეიტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია 23 ივლისს გაიმართება.