„სწრაფად, მაღლა, ძლიერად... ერთად". IOC ბახის მიერ შეთავაზებულ დევიზს განიხილავს

24 აპრილი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC)აღმასრულებელმა საბჭომ ონლაინ-სხდომისას, ოლიმპიური დევიზში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის მიერ IOC-ის 137 სესიაზე წარდგენილ  წინადადებას მხარი დაუჭირა. კერძოდ, გადაწყდა, რომ საყოველთაოდ ცნობილ დევიზს - „სწრაფად, მაღლა, ძლიერად"  (citius, altius, fortius) დაემატოს „ერთად" (communis).

დევიზთან დაკავშირებით, აღმასრულებელი საბჭოს შემდეგ, საკუთარი მოსაზრება უნდა გამოხატონ IOC-ის წევრებმაც, რომლებმაც დევიზში ცვლილებების საკითხი შეიძლება უახლოეს სესიაზე, სამ თვეში, ტოკიოში კენჭისყრაზე გაიტანონ.