ნუგზარ ტატალაშვილმა ყაზანის გრან სლემი მესამე ადგილით დაასრულა

06 მაისი 2021

ყაზანში მიმდინარე გრან სლემის მეორე დღე საქართველოსთვის ასევე მედლით დასრულდა - ნუგზარ ტატალაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატალაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ფილიპინელი, აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები, მეოთხედფინალში „ოქროს ქულით" მოუგო რუმინელ მეტოქეს, ნახევარფინალში კი რუსეთის წარმომადგენელთან იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.

ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ტატალაშვილმა, გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს ვადიმ შოკას „ოქროს ქულით" მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ერთი დღით ადრე ყაზანში  ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ).