ჩინეთი მხარს უჭერს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას

12 მაისი 2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სინ ცზინპინმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის(IOC) პრეზიდენტ თომას ბახთან  სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად,ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.

„ეპიდემიამ დიდი გავლენა იქონია ოლიმპიურ თამაშებზე და სხვა გრანდიოზულ სპორტულ ღონისძებებზე, - აცხადებს სი ცზინპინი. - ჩინეთი მზად არის თანამშრომლობა შესთავაზოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მხარს უჭერს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას."

ჩინეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთი ღიაა IOC-თან თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ჩინური მხარე სურვილს გამოთქვამს ათლეტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით ერთობლივად შემუშავდეს დამცავი ეფექტური ბარიერი.

სი ცზინპინმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინის 2022 წლის ზამთრის თამაშებისთვის ჩინეთის სამზადისი გეგმისამებრ მიმდინარეობს.