ათლეტთა კომისიის წარმომადგენლებმა IOC-თან ერთად ანტიკოვიდური ზომები განიხილეს

13 მაისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ათლეტთა კომისიების და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენელებს შორის დისტანციური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ანტიკოვიდურ ზომებთან დაკავშირებით IOC-ის მიერ შემუშავებული მეორე სახელმძღვანელო განიხილეს.

ახალ სახელმძღვანელოში დეტალურად არის აღწერილი მითითებები ცალკეული საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისთვის, სპორტსმენებისთვის, ოლიმპიური ოჯახის წევრებისთვის, მედიისთვის.

სახელმძღვანელო დოკუმენტის გაცნობა შესაძლებელია IOC-ის გვერდზე და სპორტსმენთა პორტალ Athlete365-ზე.  სახელმძღვანელოს ქართულად თარგმნილ ვერსიას მიიღებენ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები.