თომას ბახი: „ტოკიო-2020-ის მონაწილეთა 80 პროცენტზე მეტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნება აცრილი"

19 მაისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის(IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ტოკიოს  ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა 80 პროცენტზე მეტი იაპონიაში ჩასვლისას კორონავირუსზე აცრილი იქნება.

ათლეტთა 75 პროცენტი, რომლებიც  ოლიმპიურ სოფელში დაბინავდებიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია ან ამის შესაძლებლობა აქვს, - ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთობლივი სხდომისას ვიდეო-ფორმატით გამოსვლისას განაცხადა ბახმა. - დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელი 80 პროცენტზე მეტი გახდება."

ცოტა ხნით ადრე,  იაპონიის პრემიერ-მინსტრმა იოსიჰიდე სუგამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამერიკულ კომპანია Pfizer-ს თამაშების მონაწილე ოლიმპიელებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსასყიდლოდ მიწოდებაზე მოელაპარაკა.