თომას ბახი: „ფეხბურთი გახდება პირველი სხივი გვირაბის ბოლოს"

22 მაისი 2021

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) კონგრესის დელეგატებისადმი ვიდეო მიმართვისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის პირობებში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთი გახდება პირველი სხივი გვირაბის ბოლო.

„23 ივლისს, როდესაც ტოკიოში ოლიმპიური თამაშები დაიწყება, მთელი მსოფლიოსთვის ეს იქნება სოლიდარობის, შეუპოვრობის და იმედის ძლიერი სიგნალი. ოლიმპიური თამაშები გახდება სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვიმყოფებით, - განაცხადა თომას ბახმა, - ამ მხრივ ფეხბურთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყება. ფეხბურთი ამ ბნელი გვირაბის ბოლოში პირველი სხივი იქნება, რომელსაც იაპონიიდან მილიარდობით ადამიანი დაინახავს."