ჯონ კოუტსის განცხადებით, ტოკიო-2020 საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ჩატარდება

22 მაისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტის  და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის  ჯონ კოუტსის განცხადებით, COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, იაპონიის დედაქალაქში ტოკიოს ოლიმპიური თამაშები  საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ჩატარდება.

„თამაშები ჩატარდება მაშინაც, თუ შეჯიბრებებისას საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, - აცხადებს კოუტს, - ახლახანს იაპონიაში წარმატებით ჩატარდა სატესტო ტურნირები, ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. ასე რომ, ეჭვსგარეშეა, თამაშები ამ შემთხვევაშიც კი ჩატარდება. ყოველივეს ათლეტთა ოცნებების ასახდენად ვაკეთებთ. სწორედ ამისთვის შეიქმნა ოლიპიური თამაშები.

თამაშების უსაფრთხოებისთვის ჩვენს მიერ მიღებული  და დაგეგმილი ზომები სრულიად აკმაყოფილებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს. ეს ის არის, რაზეც თამაშების ორგანიზებაზე გადაწყვეტილებების მიღებისას სწორებას ვაკეთებდით."

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ერთი წლით გადავადდა. ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისი - 8 აგვისტოს ჩათვლით.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იაპონიის რიგ რეგიონში, მათ შორის - ტოკიოში 31 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.