ტოკიოს თამაშებისთვის მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბები იზრდება

26 მაისი 2021

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი თვით ადრე ტოკიოსა და ოსაკაში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებათა კარი გააღეს.

დღეს, იაპონიის მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ასაკოვან მოქალაქეებში კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება, რაც 2021 წლის ივლისის ბოლომდე უნდა იყოს მიღწეული. საამისოდ დაახლოებით 36 მილიონი ადამიანის აცრა იქნება საჭირო.

დღესდღეობით იაპონიის მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტია ვაქცინირებული, დამატებით 5 პროცენტი კი ერთხელ მაინც არის აცრილი.

ცოტა ხნით ადრე, საერთაშორისოოლიმპიურიკომიტეტის(IOC) პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა 80 პროცენტზე მეტი იაპონიაში ჩასვლისას კორონავირუსზე აცრილი იქნება. გარდა ამისა, IOC კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფს თამაშებზე დასაქმებულ 20 ათას პირს.