ზაზა ლომთაძემ იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

30 მაისი 2021

ტაშკენტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა მედლები მოიპოვა.

102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაზა ლომთაძეს ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეოთხე შედეგი ჰქონდა. უკეთესი იყო აკვრაში, სადაც 194 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამით (351 კგ) კი ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.