დევნილთა ოლიმპიურ გუნდს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე წარადგენენ

08 ივნისი 2021

დევნილთა ოლიმპიურ გუნდს, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე წარადგენენ.

დევნილთა გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 2016 წლის რიო დე ჟანეიროს თამაშებზე იასპარეზა. ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად აუცილებელია მაღალი სპორტული კვალიფიკაცია, ასევე - დევნილის სტატუსი, რომელიც თავის მხრივ დადასტურებული უნდა იყოს გაეროს მიერ.

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 8-10 ივნისს შედგება. საბჭოს წევრები IOC -ის კომისიების საქმიანობაზე განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, ასევე მოისმენენ მომავალი ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მოხსენებებს.