ტოკიოს-2020-ის საგზური, ჯერჯერობით, 8500 ათლეტს აქვს მოპოვებული

12 ივნისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან კლაუეს ცნობით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური 8500 ათლეტმა მოიპოვა.

17 სახეობაში კვალიფიკაციები უკვე  დასრულებულია. უშუალოდ შესარჩევ ასპარეზობებში ტოკიო-2020-ის საგზურების საერთო რაოდენობის კიდევ 4 პროცენტი გათამაშდება, ლიცენზიების 20 პროცენტი კი რეიტინგების მიხედვით განაწილდება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 10 ათასამდე ათლეტს ელოდებიან. საკვალიფიკაციო ტურნიები 29 ივნისს დასრულდება.