IOC ექვსი სპორტული ფედერაციის ასაღიარებლად ემზადება

15 ივნისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) გეგმავს IOC-ის ივლისის სესიაზე, ოლიმპიური ქარტიის სრულ შესაბამისობაში,  ექვსი საერთაშორისო ფედერაციის აღიარების საკითხი განიხილოს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციის თანახმად, რეკომენდებულია ჩირლიდინგის საერთაშორისო კავშირის (ICU), მუაი ტაის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMA), სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAS), აისშტოკსპორტის ფედერაციის (IFI), კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WAKO) და ლაკროსის მსოფლიო ფედერაციის (WL) აღიარება. თითოეულმა ამ ფედერაციამ ადრე დროებითი აღიარება მოიპოვა.

ამ ფედერაციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 21 ივლისს ტოკიოს IOC-ის სესიაზე მიიღებენ.