„დიდი შვიდეულის" ქვეყნები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისადმი მხარდაჭერას ადასტურებენ

15 ივნისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა  თომას ბახმა ტოკიოში უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები სმიმართ.

ინგლისის კორნუოლში 11-13 ივნისს ჩატარებული G7-ის სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეული" ადასტურებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისადმი მხარდაჭერას. ლიდერების განცხადებით, თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება COVID-19-ის გადასალახად გახდება გლობალური ერთობის და სოლიდარობის სიმბოლო.

„მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით G7-ის ლიდერებს. ჩვენ ამას აღვიქვამთ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის დიდ წახალისებად, რომელიც გაჯერებულია სოლიდარობის საყოველთაო სულისკვეთებით," - აცხადებს თომას ბახი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება.