გიორგი შერმადინი სტუმრად სეოკ-ში

22 ივნისი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა  უმასპინძლა  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრს გიორგი შერმადინს. სეოკ-ის პრეზიდენტმა  გიორგი შერმადინს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და სამახსოვრო ოლიმპიური მედალი გადასცა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლენოვო ტენერიფეს" ერთ-ერთი ლიდერი პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატის - ACB ლიგის MVP (ყველაზე ძვირფასი მოთამაშე) გახდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.