23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა

23 ივნისი 2021

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიურ პარკში სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ოლიმპიური გარბენი სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის.

საუკეთესო სამეულს (გოგონები, ბიჭები) დაკავებული ადგილის მიხედვით გადაეცათ შესაბამისი ხარისხის მედლები და სერტიფიკატები, პირველს ადგილზე გასულს - სპეციალური თასი.

გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის დევნილთა კომპაქტური დასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები, ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე- პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.