საზეიმო ღონისძიება სეოკ-ში

23 ივნისი 2021

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოში 1994 წლიდან ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყო საზეიმო ღონისძიება.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საერთაშორისო ოლიმპიური დღე მიულოცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელობაზე, მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე და წარმატებები უსურვა ქართველ ოლიმპიელებს.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, სეოკ-ის ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე ხელი მოაწერეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა სპორტსმენებმა.

დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ოლიმპიური თამაშების პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები.

 საიუბილეო მედლები და დიპლომები გადაეცათ ოლიმპიურ მედალოსნებს - სოსო ლიპარტელიანს, მიხეილ გიორგაძეს და ლიანა ცოტაძე, ასევე სპორტის მოღვაწეებს - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს ჯემალ ძაგანიას, სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჯონი ცივაძეს, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის გენერალურ მდივანს რუსლან ჯაოშვილს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსს გიორგი კვირიკაშვილს.