სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

24 ივნისი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდა სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი, რომელსაც უძღვებოდა ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი ლელა აფციაური.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. სემინარში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოხალისეები.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამის გამოყენებით. მონაწილეებმა მოისმინეს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების მოხსენებები ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ: მარკეტინგის როლი სპორტის განვითარებაში, გენდერი და ქართული სპორტი, კოვიდ-19-ის პანდემია და გამოწვევები სპორტში, პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა კვებაში და სხვა.

სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი.