სპორტის მენეჯმენტის კურსების მე-3 სემინარი

30 ივნისი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სოკ-ის სპორტის მენეჯმენტის კურსების (ASMC) ფარგლებში მესამე სემინარზე კვლავ შეიკრიბნენ სემინარის მონაწილეები.

მოწვეული ექსპერტების მიერ განხილული იქნა სპორტულ ორგანიზაციებში ფინანსებისა და მარკეტინგის მართვის საკითხები. ამ ეტაპზე MOSO-ს სახელმძღვანელოში წარმოდგენილი 6 თემა განხილული იქნა და კურსების მონაწილეები დისტანციური სწავლების რეჟიმში ეცნობოდნენ მიწოდებულ მასალას, რის შემდეგაც მათი სპორტული ორგანიზაციების მიზნების, საქმიანობების, მომავალი გამოწვევებისა და სტრატეგიული გეგმების გათვალისწინებით მზადდება პრეზენტაციები განხილულ თემებზე, მათ შორის - სტრატეგიული მართვა, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება, ადამიანური რესურსები და სხვა.

მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations- MOSO") სახელმძღვანელოში შესული მასალის საფუძველზე და მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების ნიმუშებს მენეჯმენტის სფეროში.

კურსებს ხელმძღვანელობს სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სოკ-ის დიპლომები.