თომას ბახი ტოკიოს 8 ივლისს ეწვევა

01 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს 8 ივლისს, ვაცინირებული ეწვევა. იაპონიაში ყოფნისას ბახი დაიცავს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა აუცილებელ შეზღუდვას და როგორც თითოეული მონაწილე, იხელმძღვანელებს თამაშებისთვის შემუშავებული რეგულაციებით.

ვიზიტის ოფიციალური პროგრამა, მათ შორის - თამაშებზე ჩასულ დელეგაციათა წარმომადგენლებთან შეხვედრა, 12 ივლისს დაიწყება. IOC-ის პრეზიდენტს 16 ივლისს დაგეგმილი აქვს ატომური ბომბის თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ჰიროსიმაში გამგზავრება. თავის მხრივ IOC-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კოუტსი, რომელიც უკვე იაპონიაში იმყოფება, ამავე დღეს ეწვევა ნაგასაკის, რომელიც ასევე გახდა ატომური დაბომბვის მსხვერპლი.

ამავე ქალაქებში IOC-ის ხელმძღვანელთა ვიზიტები დაემთხვევა ოლიმპიური ზავის დაწყებას, რომელმაც 16 ივლისიდან 12 სექტემბრამდე უნდა იმოქმედოს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა ემასპინძლა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, თამაშები ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის 23 ივლისს აიღებს სტარტს და 8 აგვისტომდე გასტანს.