გაეროს გენერალური ასამბლეა ქვეყნებს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს

13 ივლისი 2021

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ვოლკან ბოზკირმა ქვეყნებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდა.

"სამოცდამეთხუთმეტე სესიის გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის რანგში, ყველა სახელმწიფოს საზეიმოდ მოვუწოდებ, ტოკიო-2020-ის ოლიმპიური და პარალიმპურ თამაშებზე "ოლიმპიური ზავისადმი" ერთგულება გამოავლინონ და მის ხელშესაწყობად და მსოფლიო კულტურის და თანხმობის განსამტკიცებლად, მიიღონ კონკრეტული ზომები ადგილობრივ ეროვნულ, რეგიონულ და მსოფლიო დონეზე."