ტოკიო-2020: ცვლილებები რეგლამენტში

13 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) წარმოადგინა OC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ შექმნილი რეგლამენტი, სადაც აღწერილია სატურნირო ბადის და შეჯიბრების განრიგის შესაძლო ცვლილებები სპორტსმენებსა და ტექნიკურ პერსონალს შორის კორონავირუსზე დადებითი ტესტის გამოვლენის შემთხვევაში.

რეგლამენტი შემუშავებულია საერთაშორისო ფედერაციებთან ერთად, რომელთა სახეობები შესულია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

ამ დოკუმენტში განსაკუთრებით საყურადღებოა სამი პუნქტი:

1. კორონავირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, არც ერთი ათლეტი ან გუნდი არ უნდა იყოს დისკვალიფიცირებული. ამის ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი "სტარტზე არ გასულა," ან ცალკეული სპორტის სახეობისთვის შესაფერისი ნებისმიერი სხვა ტერმინი.

2. სპორტსმენების და გუნდების სპორტული შედეგები აღინუსხება იმის გათვალისწინებით, დადებითი ტესტის დადასტურების მომენტისთვის რა პოზიციაზე იმყოფებოდნენ ისინი.

3. დასნეულებული ათლეტის ან გუნდის ნაცვლად, მისი(მათი) ადგილი შეძლებისდაგვარად გადაეცემა სხვა სპორტსმენს ან გუნდს რეგლამენტში აღწერილი შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგენს საგანგებოდ ტოკიოს თამაშებისთვის შედგენილი სახელმძღვანელოს დამატებას.