IOC-ის პრეზიდენტი მედალოსნებს მოუწოდებს, დაჯილდოების ცერემონიისას თავი შეიკავონ პოლიტიკური პროტესტისგან

19 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი  თომას ბახი სპორტსმენებს მოუწოდებს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაჯილდოების ცერემონიისას თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პოლიტიკური პროტესტისგან.

"კვარცხლბეკი და მედლებით დაჯილდოების ცერემონია არ არის შექმნილი პოლიტიკური დემონსტრაციებისთვის, - აღნიშნავს ბახი, - ისინი შექმნილია იმისთვის, რომ პატივი სცენ სპორტსმენებს და მათ, ვინც მედალი სპორტული მიღწევსთვის  მოიპოვა და არა პირადი შეხედულებებისთვის."

თომას ბახი ასევე აღნიშნავს, რომ ოლიმპიური თამაშები ხალხებს და ქვეყნებს უნდა აერთიანებდეს და არა აცალკევებდეს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება.