ვარლამ ლიპარტელიანის დიდი პრიზი

19 ოქტომბერი 2011

ძიუდოში აბუ დაბიში დასრულებულ დიდი პრიზის გათამაშებაში, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და 56 ქვეყნის კიმონოისტები მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასპარეზობის პირველ დღეს კვარლცხბეკზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ,,ლონდონი 2012"-ის სალიცენზიო მარათონში 80 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მასვე მიბაძა მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმაც, რომელიც ნახევარფინალში კორეელ სონგ-მინ კიმთან დამარცხდა და III ადგილი დაიკავა.

ავსტრიელი სპეციალისტის პიტერ ზაიზენბახერის შეგირთთაგან ყველაზე უკეთ ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლიპარტელიანმა საჩემპიონო გზაზე ხუთი მეტოქე დაამარცხა.

სტარტზე მან მაროკოელი მოჰამედ ელ ასრი იპონზე დასცა, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა იაპონელ რიოჰეი ანაისთან, ძალზედ ძლიერ უკრაინელ მეტოქეს რომან გონტიუკს იუკო აკმარა, ხოლო სამხრეთკორეელი დაე-ნამ სონგი კვლავ იპონით ჩამოიცილა გზიდან და ფინალში გავიდა, სადაც ქართველ ძოიდოისტს შვედი მარკუს ნიმანი ელოდა.

საგულისხმოა, რომ ნიმანმა ლიპარტელიანს ევროპის ჩემპიონატის გადამყვეტ შეხვედრაში მოუგო, ამჯერად კი რევანში ვარლამმა აუღო და დიდი პრიზიც დამსახურებულად მოიგო.

ამ გამარჯვებით ვარლამ ლიპარტელიანმა საკუთარ აქტივს 200 სარეიტინგო ქულა შეჰმატა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც ფაქტობრივად გაინაღდა.