რეგიონალური პროექტი სპორტი და ოლიმპიზმი იმერეთში

09 დეკემბერი 2011

ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია ქუთაისის სპორტული სკოლების დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად რეგიონის მასშტაბით ახორციელებს მოახლოებული ლონდონი-2012 წლის 30-ე ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილ პროოექტს „სპორტი და ოლიმპიზმი", რომელიც 3 ეტაბად ხორციელდება:
I. - პირველი ეტაპი მოიცავს სპორტულ სკოლებში გაერთიანებულ მოსწავლე- ახალგაზრდობისათვის ლექციების ჩატარებას ოლიმპიზმის თემაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე.

II. - მეორე ეტაპი ითვალისწინებს კონკურსს სახვით ხელოვნებაში, დევიზით „ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ".

III. - მესამე ეტაპზე სპორტული სკოლების მოზარდები წარმოადგენენ თავიანთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ოლიმპიური სამყარო და საკუთარი თავი ოლიმპიურ მოძრაობაში.

ძალიან დიდი დაინტერესება გამოიჩინეს სპორტული სკოლების მოზარდებმა ხატვის კონკურსში. 500-მდე მონაწილემ წარმოადგინა თავისი ნახატები, აღსანიშნავია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ტრაპზონი-2011) მონაწილის მძლეოსანი გოგონას სალომე სირაძისა და მისი დის ანი სირაძის მიერ წარმოდგენილი ნახატები, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომად აღიარა.