ირაკლი ცირეკიძის ბრინჯაო ტოკიოში

12 დეკემბერი 2011

მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ირაკლი ცირეკიძემ ტოკიოში „ძიგარო კანოს" მემორიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ პრესტიჟულ ტურნირში საასპარეზოდ ქართველი კიმონოისტი ორგანიზატორებმა ინდივიდუალურად მიიწვიეს.

ცირეკიძემ ტოკიოში გაშლილ ტატამზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც ავტომატურად უკვე ბრინჯაოს მედალს ნიშნავდა. ფინალში გასასვლელად ირაკლი ცირეკიძე რუს სერგეი სამოილოვიჩს უნდა დასჭიდებოდა, თუმცა ამის საშუალება ტრამვამ არ მისცა, რუსი ძიუდოსიტიც ფინალში უბრძოლველად გავიდა და საბოლოოდ ოქროს მედალსაც დაეუფლა. ირაკლი ცირეკიძემ კი ბრინჯაოს მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.