2016 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ლილეჰამერი უმასპინძლებს

13 დეკემბერი 2011

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 2016 წელს „თეთრი ოლიმპიური" თამაშები ახალგაზრდებს შორის ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართება.

სოკ-ის ინიციატივით ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა და პირველი თამაშებიც ზაფხულის სახეობებში სინგაპურში ჩატარდა, სადაც საქართველოდან ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა, ხოლო ანალოგიურ სპორტული ფორუმის დებიუტი ზამთრის სახეობებში გაისად 12-23 იანვარს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში შედგება.

ახალგაზრდული თამაშები დიდი ოლიმპიადების მსგავსად ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მომდევნო 2014 წლის ზაფხულის თამაშებს ქალაქი ნაიჯინგი (ჩინეთი) უმასპინძლებს, ხოლო ზამთრისას როგორც უკვე ავღნიშნეთ 2016 წელს ლილეჰამერი.

სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 1994 წელს სწორედ ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიადაზე შედგა.