ანონსი

02 აპრილი 2024

ანონსი

3 აპრილს, 19:00  საათზე თბილისის კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების ქ. N 2)  შედგება საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის, კინორეჟისორ  გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის პრემიერა  „სოხუმი-თბილისი-სიდნეი," რომელიც ეძღვნება  სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს. ფილმი გადაღებულია  საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.   

19 მარტი 2024

ანონსი

29 მარტს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

19 მარტი 2024

ანონსი

21 მარტს, 12:00 საათზე  საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის,  ლეგენდარული მოჭიდავის,  გურამ საღარაძის 85  წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

19 დეკემბერი 2023

ანონსი

22 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" (ილია ჭავჭავაძის გამზირი 37 მ) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია  

18 ნოემბერი 2023

ანონსი

18 დეკემბერს, 14:00 საათზე სეოკ-ის ინიციატივით საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) მეხიკოს 1968 წლის და სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების საიუბილეო თარიღებთან (მეხიკო- 55, სეული- 35) დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან აღნიშნული ოლიმპიური თამაშების მონაწილეები და ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

03 ნოემბერი 2023

სეოკ-ის 2023 წლის 22 დეკემბრის საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი

სეოკ-ის 2023 წლის 22 დეკემბრის საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი

30 ოქტომბერი 2023

ანონსი

31 ოქტომბერს, 12:00  საათზე საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსების  წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის  დიპლომების გადაცემის ცერემონია.    

16 ოქტომბერი 2023

ანონსი

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

03 ოქტომბერი 2023

ანონსი

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში (მაჩაბლის 11), სეოკ-ის დაფუძნების დღეს გაიხსნება ახალი ოლიმპიური მუზეუმი და მნიშვნელოვანი გამოცემებით შევსებული ოლიმპიური ბიბლიოთეკა.    

20 ივლისი 2023

ანონსი

21 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე