ახალი ამბები

12 დეკემბერი 2025

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრ რატნერს შეხვდა

12 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრ რატნერის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის და საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები, მათ შორის - ევროპის სროლის კონფედერაციის ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე

06 დეკემბერი 2025

ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია, გიორგი ჯაბნიაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

2025 წლის დამაგვირგვინებელ, ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველივე დღეს ისტორიულ შედეგს მიაღწია-ჩვენმა გუნდმა სამი მედალი მოიპოვა, მათ შორის არის უმაღლესი სინჯის მედალიც

30 ნოემბერი 2025

ლაშა ბექაურმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო, გიორგი სარდალაშვილმა და ირაკლი დემეტრაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

აბუ დაბის გრანდ სლემზე 52 ქვეყნის 373 ძიუდოისტს უმასპინძლეს. მათ შორის იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც, რომელიც საამიროებს რვა წარმომადგენლით ეწვია. ჩვენი გუნდის სამმა წევრმა მედალი მოიპოვა, მათ შორის უმაღლესი სინჯის ჯილდოც

26 ნოემბერი 2025

ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო. ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს, ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია ჰერას ტაძრის ნანგრევებთან შედგა

26 ნოემბერი 2025

ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა

დღეს, 26 ნოემბერს საბერძნეთში, ანტიკური ოლიმპიის მერიაში გაიმართა სახელოვანი ქართველი მოქანდაკის - გიორგი შხვაცაბაიასთვის ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა, რომელიც სიმბოლურად დაემთხვა ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციულ ცერემონიას

23 ნოემბერი 2025

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა

21-23 ნოემბერს, სასტუმრო „ოლიმპში" საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით სპორტული მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ოლიმპიური მედია - სემინარი

20 ნოემბერი 2025

ლეგენდარული მოჭიდავის, ვახტანგ ბალავაძის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა გაიხსნა

20 ნოემბერს, 99 წელი შეუსრულდებოდა თავისუფალ ჭიდაობაში პირველ ქართველ მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, სახელოვან მოჭიდავეს ვახტანგ ბალავაძეს

17 ნოემბერი 2025

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრების წარმატება ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე

ბატუტზე მხტომელთა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ესპანური პამპლონა მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრებისთვის მეტად შედეგიანი გამოდგა. მედლები დაიმსახურეს როგორც გოგოებმა, ისე ვაჟებმა

17 ნოემბერი 2025

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა აშშ-ის გრან პრიზზე ვერცხლის, ანასტასია გუბანოვამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიათა აშშ-ის ტურნირზე, რომელიც სკეიტ ამერიკას სახელითაა ცნობილი, ლეიკ პლესიდმა უმასპინძლა და მასში წარმატებას მიაღწიეს ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ და წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ

17 ნოემბერი 2025

ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია, საბა ინანეიშვილი - ბრინჯაოსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების გრან პრიზზე ცხრა სპორტსმენით წარსდგა, მათ შორის ორმა კი მედალი მოიპოვა