ახალი ამბები

22 მარტი 2021

თომას ბახი: „მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა "

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორთა გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თამაშებზე არ დაუშვან უცხოელი გულშემატკივრები, გაწბილებას იწვევს, მაგრამ პირველ ადგილზე ყოველთვის ასპარეზობის მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა იყოს.

21 მარტი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,ხუთმხრივ ფორმატში ჩატარებული ონლაინ-შეხვედრის შედეგად გადაწყვიტა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უცხოელი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება

20 მარტი 2021

რამაზ ზოიძემ და ლაშა გობაძემ ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდეს

ბუდაპეშტში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების  სალიცენზიო ტურნირზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა

19 მარტი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. ახალი მინისტრი  უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება

19 მარტი 2021

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა  სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი

19 მარტი 2021

სეოკ-ში დავით ციმაკურიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  გაიმართა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის (ჰელსინკი, 1952 წელი) დავით ციმაკურიძის  შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

19 მარტი 2021

ტოკიოს თამაშებზე ოფიციალურ სამთავრობო დელეგაციათა შემადგენლობა შემცირდება

იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებებს მიმართავს თხოვნით, კოვიდ-ვითარების გათვალისწინებით, შეამცირონ ოფიციალურ სამთავრობო  დელეგაციათა შემადგენლობა

18 მარტი 2021

ავთანდილ კენჭაძემ ბუდაპეშტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

ბუდაპეშტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) საქართველოს ოლიმპიურ გუნდს  ლიცენზია შემატა

17 მარტი 2021

სეოკ-სა და „ავერსს" შორის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტსა და „ავერსს" შორის გრძელდება თანამშრომლობა, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი

16 მარტი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს დაიწყება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ცნობით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, გეგმისამებრ, 25 მარტს, 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ფუკუშიმას პრეფექტურაში დაიწყება