ერთი ჩემპიონის ისტორია

ნაგანო 1998

25 ივნისი 2012

XVIII ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1998 , 7 - 22 თებერვალი. ნაგანო, იაპონია

სხვა კანდიდატები:


  • აოსტა
  • ჯაკა
  • ოსტერსუნდი
  • სოლტ ლეიკ სიტი

 

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 6

მედლების კომპლექტი: 68

მონაწილეობდა 72 ქვეყნის 2176 სპორტსმენი (მათ შორის 787 ქალი)

თამაშები გახსნა:   აკიჰიტო - იაპონიის იმპერატორი

 

ნაგანოში შედგა სამი სამხრეთული ქვეყნი - კენიის, ურუგვაისა და ვენესუელის სპორტსმენთა დებიუტი ზამთრის თამაშებში. ამ ასპარეზობის მონაწილეთა საერთო რაოდენობა პირველად გადასცილდა 2000-იან ზღვარს. სარბიელზე გამოვიდა 72 ქვეყნის 2176 სპორტსმენი. ყველა ეს ციფრი სარეკორდო იყო. თამაშები ოფიციალურად გახსნა იაპონურის იპერატორმა აკიჰიტომ. ოლიმპიური ცეცხლი აანთო მიდორი იტომ - 1992 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელსაც ჩირაღდანი გადასცა მსოფლიოს ჩემპიონმა ქალთა მარათონში ჰირომი სუძუკიმ. თამაშების მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ჩრდილოურ ორჭიდში კენჯი ოგივარამ.

 

ზედიზედ მესამე ზამთრის თამაშებში ყველაზე მეტი ოქროს მედალი ქალმა მოიპოვა. ალბერვილსა და ლილეჰამერში ამ მხრივ პირველი იყო რუსი მოთხილამური ლიუბოვ ეგოროვა, ნაგანოში კი ყველას აჯობა მისმა თანაგუნდელმა ლარისა ლაზუტინმა, რომელმაც სამ ოქროსთან ერთად თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა. ნორვეგიელმა ვეტერანმა ბიორნ დელიმ თავის კოლექციას კიდევ 4 მედალი შემათა - 3 ოქროსი და 1 ვერცხლისა. სულ დელიმ 1992-98 წლებში 12 ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მათ შორის 8 ოქროსა და ამ მხრივ მას ბადალი არ ჰყავს ზამთრის თამაშების მონაწილეთა შორის. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა გერმანელი სამთომოთხილამურე კატია ზაიცინგერი, რომელმაც თავისი პირველი ოქროს მედალი ზინა ოლიმპიადაზე მოიპოვა სწრაფადაშვებაში, ნაგანოში კი სწრაფდაშვება და კომბინაცია მოიგო; გარდაამისა, მან ბრინჯაოს მედალი მიიღო გიგანტურ სლალომში. 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომა ფინელმა იანი სოინინენმა მოიგო; მეორე იყო იაპონელი კაცუიოში ფუნაკი. 120-მეტრიან პტრამლინზე მათ ადგილები გაცვალეს - ფუნაკი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სოინინენი - ვერცხლის პრიზიორი. მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა ტრამპლინიდან მხტომელთა გუნდური შეჯიბრება.

 

ბიათლონისტ კაცთა ესტაფეტაში გერმანელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ინდივიდუალური რბოლების ვერც ერთ დისტანციაზე ისინი პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ. 10 კილომეტრზე პირველი იყო ოლე-ეინარ ბიორდალენი, 20 კილომეტრზე კი - ჰანვალდ ჰანევოლდი. ჩქაროსნულ ციგურაობაში კაცთა შორის გათამაშებული 15 მედლიდან 11 ჰოლანდიელებს ხვდათ, მათ შორის - 4 ოქროსი.ქალთა შორის გათამაშებული ასევე 15 მედლიდან 6 გერმანალებმა მოიპოვეს, 3 - კანადელებმა, 2-2 - ჰოლანდიელებმა და ამერიკელებმა, თითო ბრინჯაოს მედალი კი იაპონიასა და ყაზახეთში წაიღეს. ჰოლანდიელმა მარიან ტიმერმა და გერმანელმა კლაუდია პეხშტაინმა 2-2 ოქროს მედალი მოიპოვეს. შორტ-ტრეკში 6 ოქროს მედლიდან 3 სამხრეთკორეელებმა მოიგეს, 2 - კანადელებმა, 1 - იაპონელებმა. სამხრეთკორეელმა ლი კიუნგ ჩუნმა ზედიზედ მეორედ მოიგო ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება 1000 მეტრზე და ქალთა გუნდური რბოლა 3000 მეტრზე, ამასთან, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 500-მეტრიან დისტანციაზე.

 

ფიგურულ ციგურაობაშ გათამაშებული 12 მედლიდან 5 რუსებმა მოიგეს - 3 ოქროსი და 2 ვერცხლისა. კაცებში პირველი იყო რუსი ილია კულიკი. წყვილთა შეჯიბრებაში გაიმარჯვეს კაზაკოვამ და დმიტრიევმა, ყინულზე მოცეკვავეთა შორის კი პირველები, ისევე როგორც ლილეჰამერში, კვლავ გრიშჩუკ-პლატონი იყვნენ. ფიგურისტ წყვეილებში მეორე ადგილზე გავიდნენ ბერეჟნაია-სიხარულიძე. ანტონ სიხარულიძე რუსეთის სახელით გამოდიოდა. იგი პირველი ქართველია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედალი მოიპოვა. ამერიკელი ტარა ლიპინსკი, რომელმაც ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიგო ქალთა შრის, ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია ზამთრის თამაშების ისტორიაში: თავისი მე-15 დაბადების დღე მან ოლიმპიადაში გამარჯვებიდან 4 თვის თავზე აღნიშნა. პირველი ოლიმპიური ოქრო ჰოკეისტ ქალებს შორის ამერიკელებს დარჩათ, რომლებმაც ფინალში კანადელები დაამარცხეს; III ადგილზე ფინელები გავიდნენ. ფინელმა ჰოკეისტებმა III ადგილი დაიკავეს კაცთა შორისაც. ნაგანოში ოლიმიურ ასპარეზზე ოფიციალურად დაუშვეს პროფესიონალი ჰოკეისტები და თამაშების მონაწილე ცხრა სხვადასხვა ნაკრებმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე 125 სპორტსმენი გამოდიოდა. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ჩეხები, რომლებსაც მანამდე შვიდი ოლიმპიური ჯილდო ჰქონდათ მიღებული (ჩეხოსლოვაკიის სახელით), მაგრამ ოქროს მედალი არც ერთხელ არ მოუპოვებიათ. ჩეხებმა ფინალში დაამარცხეს რუსები - 1:0.

 

საქართველოდან ნაგანოში 4 სპორტსმენი გამოდიოდა. მათგან 3 უკვე გამოცდილი ოლიმპიელი, წინა თამაშების მონაწილე იყო: ზურაბ ჯიჯიშვილი, ლევან აბრამიშვილი და კახა წაქაძე, ერთი კი, სოფიკო ახმეტელი, პირველად ჩაება თამაშებში. იგი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე პირველი ქართველი ქალია. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა სწორედ მას მოჰქონდა. ახმეტელი სლალომში გამოდიოდა და დისკვალიფიკაციის გამო ასპარეზომას გამოეთიშა. ისევე როგორ ლილეჰამერში, აქაც დისკვალიფიკაციით დაასრულა შეჯიბრება ლევან აბრამიშვილმა. ზურაბ ჯიჯიშვილმა საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი შედეგი და სამთოსათხილამურო კომბინაციაში მე-14 ადგილზე გავიდა, კახა წაქაძე 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 55-ე ადგილი დაიკავა, 120-მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში კი -59-ე.

 

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

 

1.   ზურაბ ჯიჯიშვილი -  სამთო სათხულამურო სპორტ, სუპერ გიგანტი  - გამოეთიშა,  კომბინაცია - 14

2.   ლევან აბრამიშვილი - სამთო სათხულამურო სპორტი. სლალომი -გამოეთიშა

3.   სოფიო ახმეტელი - სამთო სათხულამურო სპორტი. სლალომი -გამოეთიშა

4.   კახა წაქაძე - ტრამპილინიდან ხტომა - 90მ -  55 ადგილ, 120მ  - 59 ადგილი