ახალი ამბები

24 ოქტომბერი 2024

23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში გამართული  მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საპრიზო ადგილები დაიკავეს აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ)

23 ოქტომბერი 2024

23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყო

საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო - ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

22 ოქტომბერი 2024

23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

საქართველოს 23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა ევროპულ რინგზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა, მათ შორის კვარცხლბეკზე ავიდა საქართველოს გოგონათა ნაკრების წარმომადგენელიც

15 ოქტომბერი 2024

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ოლიმპიური ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი, ასევე შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს

15 ოქტომბერი 2024

სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანტიდატად ლერი ხაბელოვი წარადგინა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართება 2024 წლის 15 ნოემბერს

14 ოქტომბერი 2024

IOC-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს 2025 წლის იანვარში წარადგენენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტობის კანდიდატებს ლოზანაში, 2025 წლის იანვარში, IOC-ის რიგგარეშე სესიაზე წარადგენენ

12 ოქტომბერი 2024

ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალი

დღეს საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით თბილისში-დიდ-დიღომში გაიმართა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოს ჩემპიონის და რეკორდსმენის, სახელოვანი ველოსპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალური კრიტერიუმი

12 ოქტომბერი 2024

თომას ბახი ოლიმპიურ ოჯახს მისი მემკვიდრის მიმართ თანადგომის თხოვნით მიმართავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხელახალი ვადით დარჩენაზე უარი თქვას, ოლიმპიური მოძრაობის ინტერესებს პასუხობს

08 ოქტომბერი 2024

ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი სტუმრად სეოკ-ში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოჯახთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ხელბურთში ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი. სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა  ლერი ხაბელოვმა

04 ოქტომბერი 2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა

დღეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ლაშა ბექაურთან ერთად საზეიმოდ გახსნა ლაშა  ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსი