ანონსი
მედია-აკრედიტაცია 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს ლოს ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედია-აკრედიტაციის (ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო - ENR) მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში (3 ჟურნალისტი, 1 ფოტოგრაფი, ENR -აკრედიტაციის კვოტა ჯერ არ არის განსაზღვრული)
7 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის11), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით გაიმართება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
26 ივნისს, 12:00 საათზე ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
23 ივნისს, 11:00 საათზე საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართება ოლიმპიური გარბენი. რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათიდან
ბათუმში დიდი ოლიმპიური დღესასწაული იწყება. 2 ივნისს, 10:00 საათზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (ლეონიძის 15) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს
მედია აკრედიტაცია ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის
2026 წლის 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც საქართველო სპორტის 8 სახეობაში ( მძლეოსნობა, ტაეკვონდო, კრივი, ძიუდო, მშვილდოსნობა, ქვიშის ჭიდაობა, უშუ, ფარიკაობა) იქნება წარმოდგენილი
15 მაისს, 12:00 საათზე ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება ცნობილი სპორტული ჟურნალისტის მამუკა კვარაცხელიას წიგნის - ,,ერთადერთის" პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ფეხბურთში ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს-გელა კეტაშვილს
მედია-აკრედიტაცია საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია
28 აპრილს, 18:00 საათზე რუსთავში (სპორტდარბაზი, ბათუმის ქუჩა №30) გაიმართება შეხვედრა ქვემო ქართლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებთან
21 აპრილს, 13:00 საათზე ბათუმში სასტუმრო ,,იბისი სთაილ ბათუმში" (ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა 5 ბ) გაიხსნება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბათუმის ოფისი



