ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
22 ივნისი 2012
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. სპორტული ასპარეზობა ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში. ტარდება 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ. ოლიმპიური ქარტიის განმარტებით, ოლიმპიადა არის შეჯიბრება სპორტსმენებსა და არა ქვეყნებს შორის. თამაშებში მონაწილეობენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ შერჩეული და განაცხადით წარდგენილი სპორტსმენები. მასპინძელ ქალაქს ირჩევს და ამტკიცებს საერთაშორისო ოლომპიური კომიტეტის სპეციალური სესია. ოლიმპიადა გრძელდება არაუმეტეს 16 დღისა.
ოლიმპიზმის აღორძინების იდეა წარმოიშვა XVII საუკუნეში, მაგრამ რეალური პრაქტიკული ნაბიჯები მხოლოდ ორი საუკუნის შემდეგ გადაიდგა. 1852 წელს ოლიმპიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა, გერმანელმა არქეოლოგმა ერნსტ კურციუსმა ბერლინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია-"ოლიმპია", რომელსაც ფართო რეზონანსი მოჰყვა მთელ გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ. საბერძნეთში დაიწყეს მსჯელობა ოლიმპიადის განახლების შესახებ. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე ევანგელოს ცაპასი. მან შედგინა გეგმა, წერილით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას და საორგანიზაციო ხარჯებისთვის 600 ათასი დრაჰმა შესთავაზა. ასე ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ოლიმპიური თამაშების მაგალითზე 1859 წელს გამართულ პირველ პანბერძნულ თამაშებს.
მოგვიანებით (1870, 1875, 1888 და 1989 წლებში) ჩატარდა კიდევ ოთხი ასეთი ტურნირი, რომლებშიც მხოლოდ ბერძენი ათლეტები მონაწილეობდნენ.
სპორტული თვასაზრისით, ეს შეჯიბრებები ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თამაშებმა ხელი შეუწყო ოლიმპიური იდეების გავრცელებას. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო ოლიმპიაში კურციუსის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (1875-81) შედეგები, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აღმოაჩინეს 130-ზე მეტი ანტიკური ეპოქის ქანდაკება, 13 ათასამდე ბრინჯაოს ნივთი, ათასობით თიხის ჭურჭელი და ფილა უძველესი ნახატებითა და წარწერებით. გათხრების შედეგებზე პრესაში გამოქვეყნებულმა მასალებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგ პედაგოგზე, პიერ დე კუბერტენზე, რომელიც აინთო ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეით. 1880-იან წლებში იგი საფრანგეთის სპორტულ საზოგადოებათა კავშირის გენერალურ მდივნად აირჩიეს.
თავად კუბერტენმა ჩამოაყალიბა "აღზრდის სისტემაში ფიზიკური ვარჯიშების დანერგვის კომიტეტი", რომელშიც გაერთიანდნენ ლიტერატურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ამ კომიტეტის თაოსნობით მოეწყო საჯარო ლექციების ციკლი ოლიმპიური იდეის ძირითად პრინციპებზე. მთავარი მომხსენებელი იყო პიერ დე კუბერტენი. მოგვიანებით მან საფრანგეთის მთავრობას წარუდგინა ოლიმპიური თამაშების აღდგენის გეგმა, იმოგზაურა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემოიკრიბა მომხრეები. ამერიკისა და ინგლისის ათლეტური კავშირების დახმარებით კუბერტენმა შექმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაევალა დამფუძნებელი კონგრესის მომზადება.
საერთაშორისო კონგრესი გაიმართა 1894 წლის 16 ივნისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს - 20 დელეგატი. იმავე წლის 23 ივნისს შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად - პიერ დე კუბერტენი.
სოკის პირველივე სხდომაზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გამართულიყო 1896 წელს ათენში, მომდევნო თამაშები კი - ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 1986-2004 წლებში გაიმართა 25 ოლიმპიადა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო ჩაიშალა რიგით VI, XII და XIII თამაშები (1916, 1940, 1944 წლები). ჩვენ წიგნში ცალკეა წარმოდგენილი თითოეული ოლიმპიური თამაშები (მასპინძელი ქალაქების ანბანური თანამიმდევრობით). მაგ., ათენის ოლიმპიური თამაშები, 1896; ბერლინის XI ოლიმპიური თამაშები,1936; ჰელსინკის ოლიმპიური თამაშები, 1952 და ა. შ.
წელი | თარიღი | ქალაქი | ნომერი | ნომერი | ნომერი | ნომერი |
---|---|---|---|---|---|---|
1896 |
06.04-15.04 |
I |
14 |
43 |
245 |
|
1900 |
14.05-28.10 |
II |
19 |
86 |
1078 |
|
1904 |
01.07-23.11 |
III |
13 |
89 |
689 |
|
1908 |
27.04-31.10 |
IV |
22 |
107 |
2035 |
|
1912 |
05.05-27.07 |
V |
28 |
102 |
2437 |
|
1916 |
VI |
|||||
1920 |
20.04-12.09 |
VII |
29 |
152 |
2607 |
|
1924 |
04.05-27.07 |
VIII |
44 |
126 |
2972 |
|
1928 |
17.05-12.08 |
IX |
46 |
109 |
2884 |
|
1932 |
30.07-14.08 |
X |
37 |
117 |
1333 |
|
1936 |
01.08-16.08 |
XI |
49 |
129 |
3936 |
|
1940 |
XII |
|||||
1944 |
XIII |
|||||
1948 |
29.07-14.08 |
XIV |
59 |
136 |
4092 |
|
1952 |
19.07-03.08 |
XV |
69 |
149 |
5429 |
|
1956 |
22.11-08.12 |
XVI |
67 |
145 |
3178 |
|
1960 |
25.08-11.09 |
XVII |
83 |
150 |
5313 |
|
1964 |
10.10-24.10 |
XVIII |
93 |
163 |
5133 |
|
1968 |
12.10-27.10 |
XIX |
112 |
172 |
5498 |
|
1972 |
26.08-11.09 |
XX |
121 |
195 |
7121 |
|
1976 |
17.07-01.08 |
XXI |
92 |
198 |
6043 |
|
1980 |
19.07-03.08 |
XXII |
80 |
203 |
5283 |
|
1984 |
28.07-12.08 |
XXIII |
140 |
221 |
6802 |
|
1988 |
17.09-02.10 |
XXIV |
159 |
237 |
8473 |
|
1992 |
25.07-09.08 |
XXV |
169 |
257 |
9368 |
|
1996 |
19.07-04.08 |
XXVI |
197 |
271 |
10332 |
|
2000 |
16.09-01.10 |
XXVII |
199 |
300 |
10651 |
|
2004 |
13.08-29.08 |
XXVIII |
202 |
301 |
11099 |
|
2008 |
08. 08-08.24 |
XXIX |
205 |
302 |
11028 |