ჩვენი მილოცვა

11 დეკემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი  პაატა გურასპაულს ულოცავს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას.

კალათბურთი ერთ-ერთი წარმატებული ოლიმპიური სახეობაა საქართველოში, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. ეს ტრადიცია გაგრძელდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებშიც, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება. ამ ტურნირის  შედეგებმა იმედი გაგვიჩინა, რომ  სწორად დადეგმილი და მიზანმიმართული ერთობლივი მუშაობით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენს ნაკრებს შეუძლია ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლოს.

სეოკ-ი გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან, ახალარჩეულ პრეზიდენტს კი წარმატებებს უსურვებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი