კანოე: მარიამ ქერდიკაშვილი ევროპაში მეორეა
დუშელმა კანოისტმა მარიამ ქერდიკაშვილმა წარმატებით იასპარეზა აურონცო დი კადორეში (იტალია) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და 23-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მარიამი ერთადგილიანი კანოეთი 500-მეტრიან დისტანციაზე გამოდიოდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო დრო აჩვენა, ფინალში კი მხოლოდ უკრაინელ ლუდმილა ლუზანს ჩამორჩა და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი ერგო ფრანგ ეუგენია დორანჟს.