დღეს აღიმართა, ხვალ გაიხსნება
26 ივლისი 2012
დაახლოებით ერთი საათის წინ ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, რომელიც ჩვენი დელეგაციის ოფიციალურ საზეიმო წარდგენასა და დროშის აღმართვას მიეძღვნა. ოლიმპიური სოფლის მერი ჩვენი გუნდის მისიის ხელძღვანელს დავით გობეჯიშვილს მიესალმა დდ ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. თავისმხრივ ქართულმა მხარემ მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ამ საზეიმო ღონისძიებაში დღესდღეობით საქართველოდან ლონდონში მყოფი 22 ათლეტის გარდა, მწვრთნელები, სეოკ-ის პრეზიდენტი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციის სხვა წევრები მონაწილეობდნენ.
დღესვე ცნობილი გახდა ჩოგბურთელების ანა ტატიშვილისა და მარგალიტა ჩახნაშვილის მომავალი მეტოქეების ვინაობა. წყვილებში ისინი სლოვენიელების სრებოტნიკი-კლეპაჩის დუეტს დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთეულთა თანრიგში ანა ლიხტენშტეინელ ვოგს შეხვდება. ძიუდოში პირველი ოლიმპიურ ბატალიებში უმჩატეს წონაში ბეთქილ შუკვანი ჩაებმება, ხოლო ხვალ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საკვალიფიკაციოში მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა გაისვრის.