ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე იუბილარია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საუკეთესო სურვილებით დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღს ულოცავს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1980), მსოფლიოს ორგზის (1978, 81), ევროპის ორგზის (1978, 80), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონს (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერს - ვახტანგ ბლაგიძეს.
დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვახტანგ ბლაგიძე დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.