პარიზის პარალიმპური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღე უშედეგო გამოდგა

31 აგვისტო 2024

პარიზის პარალიმპური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველო პარა ტაეკვონდოში და პარა ტყვიის სროლაში იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა.

პარა ტაეკვონდოში ევროპის საკონტინენტო ტურნირის და გრანპრის ორგზის გამარჯვებული გიორგი ნიკოლაძე (K44 კატეგორია - 70 კგ) მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას. პირველ შეხვედრაში 18-16 მოუგო ეგვიპტელ აბდელ რაჰმანს, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში 19-24 წააგო თურქ ფატიჰ ჩელიკთან. მიკოლაძეს რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიეცა, მაგრამ სამწუხაროდ, არგენტინელ ხუან ედუარდო სამორანოსთანაც დამარცხდა (3-15).

10 მეტრაზე პნევმატული შაშხანიდან სროლაში (R4 კატეგორია) იასპარეზა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და 29 მონაწილეს შორის მე-15 შედეგი (630.0 ქ) აღმოაჩნდა.

ვლადიმერ ჭინჭარაული 1 სექტემბერს R5 კატეგორიაში 10 მეტრზე სროლაში, ხოლო 4 სექტემბერს R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში მოსინჯავს ძალებს.

აღსანიშნავია, რომ ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი R9 კატეგორიაში გახდა.