გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში პარალიმპური თამაშების ჩემპიონი გახდა
პარიზის VII პარალიმპური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს „სტად დე ფრანსის" სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა პარა ათლეტმა (კატეგორია F53) ბირთვი 9,66 მეტრზე ჰკრა, რაც სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, გიგა ოჩხიკიძემ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
გიგა ოჩხიკიძე საქართველოს პარასპორტის ისტორიაში მეორე წარმომადგენელია, რომელმაც პარალიმპურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველად ასეთ წარმატებას მიაღწია პარა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (რიო-2016).
პარიზის პარალიმპური თამაშების პირველ დღეს პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანა ჯაფარიძემ.